ტაბიძემ "სპარტაკთან" ორი საგოლე გადაცემა შეასრულა

11-11-2018, 22:25

დღეს გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც "უფამ" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გუნდის ქართველმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ, რომელმაც ორივე გოლში მონაწილეობა მიიღო.

22 წლის ფეხბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. მან 75-ე წუთზე ჯერ დმიტრი სისუევს გაატანინა, ხოლო თამაშის ბოლოს, 92-ე წუთზე ლოვრო ბიზაკსაც გაატანინა.

ამ გამარჯვების შემდგომ "უფას" 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოში, მე-14 ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით