არასასიამოვნო ცნობა, რა შეემთხვა ტოჩინოშინს იაპონიაში

11-11-2018, 23:28

დღეს იაპონიის კუნძულ კიუშუზე სტარტი აიღო 2018 წლის უკანასკნელმა ბაშომ, რომელშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას იღებს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა დღეს თავისი პირველი ორთაბრძოლა გამართა, რომელშიც სამწუხაროდ მარცხი იწვნია. ტოჩის მეტოქე რიგით მე-2 მაეგაშირა, ტამავაში გახლდათ, რომელმაც ოშიდაშის ილედით შეძლო ქართველის გაყვანა დოჰიოდან.

დღესვე მარცხი იწვნია ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, იოკოძუნა კისენოსატომ. მის გარდა მიმდინარე ტურნირზე არცერთი იოკოძუნა არ ასპარეზობს. რაც შეეხება კიდევ ორ ოძეკს, ტაკაიასუსა და გოეიდოს, ორივე ფალავანმა გამარჯვებით დაასრულა დღე.

ხვალ ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდება, რომელმაც ქართველის დარად პირველ დღეს მარცხი იწვნია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით