• 30-08-2023
    გაირკვა - დატოვებს თუ არა ლენგლე "ბარსელონას"
    გაირკვა - დატოვებს თუ არა ლენგლე "ბარსელონას"

    ბოლო დღეებში, კლემან ლენგლეს კატალონიის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.

    ვრცელდება ცნობები, რომ "ბლაუგრანას" ფრანგ მოთამაშესთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სურს.

    ამასთან დაკავშირებით ესპანურ მედიაში ახალი ცნობები გავრცელდა.

    როგორც ირკვევა, ლენგლე და მისი წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე მოლაპარაკებს აწარომებენ.

    ვლინდება, რომ თავად მოთამაშესა და მის მხარეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბის სწრაფად მოძებნა სურთ.

    ასე და ამგვარად, უდიდესი ალბათობით, 28 წლის უკანახაზელი კატალონიელთა შემადგენლობას დატოვებს.

    Facebook კომენტარები