გატუზო: "იგუაინმა ბოდიში უნდა მოიხადოს"

12-11-2018, 10:13

სერია ა-ს მე-12 ტურის დასრულების შემდეგ, სადაც "მილანი" საკუთარ კედლებში "იუვენტუსთან" დამარცხდა, ჯენარო გატუზომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ნამდვილად ჩვენზე ძლიერია. შედეგი მოსალოდნელი იყო თუმცა ამას ნამდვილად არ უმოქმედია ჩვენს საბრძოლო განწყობაზე. მომენტებში, კარგად ვითამაშეთ, თუმცა "იუვენტუსი" სხვა დონეზეა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ".

"იგუაინმა გადაამეტა და იმედი მაქვს, რომ ბოდიშს მოიხდის. როდესაც მსაჯთან კამათობ, არ უნდა დაივიწყო, რომ პასუხისმგებლობა გაქვს. ვხედავდი, რომ ის ძალიან დაიძაბა და დიდი წნეხის ქვეშ იყო. ის "ლაციოსთან" ძალიან დაგვაკლდება".

"თუმცა, ჩვენ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის და წითელი ბარათის გამო არ წაგვიგია შეხვედა" - აღნიშნა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიწურულს, გონსალო იგუაინმა მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით