რა უთხრა რონალდო იგუაინს გაძევების შემდგომ

12-11-2018, 19:10

გუშინ გაიმართა იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურის მატჩი, რომელშიც "მილანმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 83-ე წუთზე "როსონერის" არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი კამათის გამო მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა, რამაც 30 წლის ფეხბურთელი ძალიან განარისხა.

როდესაც მას წითელი ბარათი უჩვენეს, გონსალოსთან ყოფილი თანაგუნდელი მადრიდის "რეალში", კრისტიანო რონალდო მივიდა. როგორც პორტუგალიელი ფეხბურთელი აცხადებს, ხსენებულ მომენტში მან "პიპიტას" ასეთი რამ უთხრა:

"ვუთხარი, რომ დაწყნარებულიყო, რადგან უფრო დიდხნიანი დისკვალიფიკაციის მიღების საშიშროება იყო."

"მას ცუდი რამ არ ჩაუდენია და იმედი მაქვს, რომ ბევრი მატჩით არ დასჯიან." - აცხადებს რონალდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით