• 30-08-2023
    ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - გიორგი მიქაუტაძის ქართული რეკორდი
    ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - გიორგი მიქაუტაძის ქართული რეკორდი

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის “აიაქსში” ჩაირიცხა.

    ნიდერლანდულ გუნდს ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი 16 მილიონი ევრო (+3 მილიონი ბონუსებით) დაუჯდა.

    გიორგი მიქაუტაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდა. ის პირველ ადგილს ლეგენდარულ კახა კალაძესთან ერთად ინაწილებს, რომლის ტრანსფერიც “მილანს” ასევე 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის “აიაქსთან” კონტრაქტს ხეო 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    Facebook კომენტარები