ზლატანი "მილანში" დაბრუნებასთან ახლოსაა

14-11-2018, 20:38

როგორც, Football Italia იტყობინება, "ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, "მილანთან" კონტრაქტი უახლოეს მომავალში გააფორმოს.

წყაროს ცნობით, შვედი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა "როსონერის" სპორტულ დირექტორთან ლეონარდოსთან მოლაპარაკებებ უკვე დაიწყო.

იბრაჰიმოვიჩი თანახმაა ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო მიიღოს. მხარეები ჯერჯერობით კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან - "მილანი" მზადაა ფორვარდთან 6-თვიანი ხელშეკრულება გააფორმოს, ზლატანს კი 1,5-წლიანი კონტრაქტი სურს. უნდა აღინიშნოს, რომ იბრას იტალიაში დაბრუნების ძალიან მაღალი ალბათობაა.

იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-2012 წლებში ასპარეზობდა. შვედმა "როსონერის" მაისურით ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით