როდის შეიძლება გადავიდეს ჩაკვეტაძე "ბარსაში", პრესა ინფორმაციას ავრცელებს

14-11-2018, 16:29

ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც ანდორა საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. დღეს კი ესპანურმა გამოცემებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს.

გავლენიანი გამოცემების მტკიცებით, ანდორასთან მატჩი გიორგის მომავლის კარიერის გარდამტეხი ეპიზოდი იქნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ბარსელონას" მესვეურები გიორგის ტალანტს აფასებენ და მასში უდიდეს მომავლს ხედავენ, სწორედ ამიტომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" საქართელოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევის შეძენას 2019 წლის დასაწყისში, კერძოდ კი იანვრის თვეში 50 მილიონ ევროდ აპირებენ.

ასე და ამგვარად, ფეხბურთის ქომაგებს ისღა დარჩენიათ ზემოთხსენებულ სანაკრებო მატჩს გულმოდგინედ "ჩაუჯდნენ" და გიოს უგულშემატკივრონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით