აბურჯანია: "წარმატებით დაწყებული საქმე წარმატებითვე უნდა დავასრულოთ"

15-11-2018, 09:33

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ანდორაში 15 ნოემბერს გამართავს.  წინასამატჩო  პრესკონფერენციაზე გიორგი აბურჯანიამ ნახევარმცველმა თქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა და მიზანი დარჩენილი ორივე თამაშს მოგებაა.

"ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ".

"წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ".

"უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ", - განაცხადა აბურჯანიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით