"ბარსა" - ჩაკვეტაძე: უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა

15-11-2018, 18:34

როგორც მოგეხსენებათ გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ  კატალოონის "ბარსელონა" გიორგი ჩაკვეტაძეთი დაინტერესდა.

ამის შესახებ ჩაკვეტაძის ამჟამინდელმა კლუბმა, "გენტმა"  გულშემატკივრებს სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უპასუხა. მათ დაადასტურეს, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს "ბარსელონას" წარმომადგენლები დააკვირდებიან. 

"ის, რომ "ბარსელონა" ანდორასთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს დააკვირდება, ჩვენ უკვე ვიცოდით", - წერია ბელგიური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

აქვე შეგახსენებთ, "ბარსელონას" ინტერესი  ჩაკვეტაძის მიმართ უამრავმა გამოცემამ დაადასტურა: ESPN-მა, Football Espana-მ, Voetbalkrant-მა, 4-4-2.com-მა, FussballTransfers.com-მა და სხვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით