უეფა "სიტისა" და "პსჟს" დასჯას გამორიცხავს

15-11-2018, 22:53

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მანჩესტერ "სიტისა" და "პსჟს" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება ჩამორთმეოდათ. თუმცა, როგორც ჩანს უეფა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

როგორც ესპანური Marca წერს, ნიონში გამართულ შეხვედრაზე უეფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კატეგორიულად გამორიცხა ზემოხსენებული კლუბების დასჯა.

"დღეს-დღეისობით ფეხბურთს გაუჭირდება ისეთი კლუბების გარეშე არსებობა, როგორიცაა "პსჟ" და მანჩესტერ სიტი." - აცხადებენ უეფაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული გამოცემები ამ კლუბებს სატრანსფერო Fair Play-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით