ალეგრი: "იუვეში დარჩენა რონალდოს გამო გადავწყვიტე"

15-11-2018, 23:28

გასული სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სენსაცია კრისტიანო რონალდოს მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადასვლა გახლდათ. ამ ტრანსფერმა კი არა მხოლოდ პორტუგალიელი ფეხბურთელის, არამედ მასიმო ალეგრის მომავალიც გადაწყვიტა.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტმა ტურინულ გრანდში დარჩენა მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც რონალდოს ტრანსფერის შესახებ გაიგო.

წყაროს ცნობით, იტალიაში გატარებული 4 წლის შემდგომ მასიმოს ახალი გამოწვევების მიღება სურდა. იგი მზად იყო, რომ ბედი პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში ეცადა, თუმცა რონალდოს ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუვენტუსმა" არც მეტი არც ნაკლები 120 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით