ანდორას მწრთვნელი: "საქართველოსთამ ფრე დიდი მიღწევაა"

16-11-2018, 11:31

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი სტუმრად, ანდორას წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1  დასრულდა. მატჩის შემდეგ, ანდორას მთავარმა მწრთვნელმა პრესკომფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოსთან ფრე ძალიან კარგი შედეგია.

"სახლში ურიგოდ არ გამოვიყურებდით, ფრე კი კარგი შედეგია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჯგუფის ფავორიტია".

"ჩემმა ნაკრებმა თავდაცვითი თამაში დაიწყო, რასაც საქართველოს ნაკრების სწრაფი გოლი მაინც მოჰყვა. მეორე ტაიმში ვცადეთ შეტევების განხორცილება, რაც გამოვიდა".

"ვულოცავ ჩემს ნაკრებს მიღწეულ ფრეს",-აღნიშნა ანდორას თავკაცმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით