Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

16-11-2018, 13:39

როგორც მოგეხსენებათ, ეს დღეებია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" გიორგი ჩაკვეტაძეთი დაინტერესდა და მის თამაშს გუშინ ანდორას ნაკრების წინააღმედ  კატალონიური კლუბის სკაუტები აკვირდებოდნენ.

ესპანური გამოცემის sport-ის თანახმად, გირგი ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა. როგორც ცნობილია, "ბარსელონა" გიორგის უკვე წელიწადზე მეტია აკვირდება.

ეროვნულმა ნაკრებმა ანდორასთან მატჩში საამწუხაროდ  ქულები დაკარგა, შეხვედრა ფრედ (1-1) დამთავრდა.

Sport-ის სტატიაში ასევე წერია, რომ თუ რა თვისებები და თამაშის სტილი აქვს გიორგის. იქვეა აღნიშნული, რომ 19 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასთვის" შესაფერისი სტილის მოთამაშეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით