გიორგი ჩაკვეტაძე "ბარსელონაში", "კამპ ნოუზე"

16-11-2018, 23:34

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით იყო დაინტერესებული. აღნიშნული "გენტის" ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ესპანური გამოცემების ცნობით კი "ბლაუგრანას" სკაუტებმა გიორგის თამაში გუშინდელ მატჩში საკმაოდ დადებითად შეაფასეს და მისი ესპანეთში გადასვლის შანსები ერთი-ორად გაიზარდა.

ამ ინფორმაციების შემდგომ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო ფოტო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძე "ნოუ კამპზე" იმყოფება.

ამ პერიოდში გიორგი მხოლოდ და მხოლოდ 11 წლის გახლავთ და როგორც სხვა დამწყები ფეხბრუთელი, ალბათ, ისიც ოცნებობს სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად გამოსვლაზე. დღეს კი გიორგი ამ ოცნების ახდენასთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. მისი პროგრესის გაგრძელების შემთხვევაში უდაოა, რომ მას სულ მალე ვიხილავთ რომელიმე დიდი კლუბის მაისურით.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით