რამდენ მილიონს მიიღებს "დინამო" ჩაკვეტაძის "ბარსაში" გადასვლის შემთხვევაში

18-11-2018, 22:19

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში გადაბარგდეს.

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ მის ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც ამ უკანასკნელის სიტყვებიდან ვხვდებით, თუ "ბარსას" ჩაკვეს ტრანსფერი გამოუვიდა თბილისური კლუბი ამ გარიგებით იხეირებს და "ბლაუგრანას" მიერ გადახდილი თანხის ნახევარს მიიღებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ერნესტო ვალვერდე ქართველ ტალანტში არც მეტი, არც ნაკლები 21 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით