უმძიმესი მომენტი, რა დაემართა ქართული ძიუდოს ვარსკვლავს დღეს (ვიდეო)

18-11-2018, 23:19

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ჰააგის გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა. 18 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს ასპარეზობაში 90კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაერთო.


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ტურნირი შესანიშნავად დაიწყო, მეოთხედფინალამდე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელი შეხვედრა მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ავთომ ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიოს წინააღმდეგ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

პირველადი ცნობით, ჭრიკიშვილს ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით