კონსულტაციები მესისთან - რას ურჩევს არგენტინელი "ბარსელონას"?

1-12-2018, 13:09

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" მიმდინარე სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას ლიდერობს. ამისდა მიუხედავად, გუნდში მაინც გარკვეული სახის არის პრობლემები.

ბუნებრივია, რომ ამ სიტუაციით კმაყოფილი არც "ბარსელონას" კაპიტანი, ლეო მესია, რომელიც გუნდს 4 ფეხბურთელის ყიდვას ურჩევს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს პირველ რიგში "აიაქსის" მცველის დე ლიხტის ხილვა სურს გუნდში. ამ უკანასკნელით "ბარსა" ისედაც უკვე დიდი ხანია ინტერესდება.

ლეო დაცვაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას კიდევ ერთი მოთამაშით, ამჯერად, "მონაკოს" მარჯვენა ფლანგელით, დჯიბრილ სიდიბეთი ფიქრობს. 

შემდეგი ორი ფეხბურთელის სახელი "ბარსას" ფანებისთვის შოკისმომგვრელი იქნება. როგორც ჩანს, მესი შემტევი ფლანგების თამაშითაც არ არიდ კმაყოფილი. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდამ გუნდის მესვეურებს პრემიერ ლიგის სუპერვასკვლავები, არც მეტი, არც ნაკლები, ედენ აზარი და მოჰამედ სალაჰი შესთავაზა. 

ამ უკანასკნელთა "ბარსელონაში" გადაბირების შანსი რა თქმა უნდა, ძალიან მცირეა, მაგრამ გამორიცხული არაფერია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით