გრიზმანი: "არ მსურდა მესის პაიკი ვყოფილიყავი"

29-11-2018, 18:27

მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოს" ეროვნებით ფრანგი შემტევის ანტუან გრიზმანის შეძენით ზაფხულში კატალონიის "ბარსელონას"  იყო დაინტერესებული. "ბარსაში" გადასვლაზე უარი თავად გრიზმანმა განაცხადა.

ფეხბურთელმა აღნიშნული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ კატალონიური გუნდისთვის უარის თქმა რთული იყო.

"რთულია, უარი უთხრა ბარსელონას. მათ ჩემი შეძენა სურდათ, მირეკავდნენ, მიგზავნიდნენ შეტყობინებებს, მაგრამ მე დავრჩი. აქ მე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ და პროექტი სწორედ ჩემზეა აწყობილი".

"ბარსასთვის" უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მესისთან ერთად უნდა მეთამაშა და რიგითი ლეიტენანტი ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, კატალონიაში გადასვლაზე ვფიქრობდი. რთული პერიოდი იყო. მახსოვს, ღამით ჩემს ცოლს ვაღვიძებდი და ამ თემაზე ვესაუბრებოდი", - განაცხადა გრიზმანმა.



  • zazaji
  • 19 ნოემბერი 2018 22:23
ბებიაშენისამ ეხლა გენერალი ხარ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით