ვაისი: "დიახ, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით "ბარსელონას" პრეზიდენტმა დამირეკა"

20-11-2018, 00:11

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია.

დღევანდელ შეხვედრაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე. 19 წლის ფეხბურთელმა დღეს გოლისა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და საუკეთესო მოთამაშედაც დამსახურებულად დასახელდა.

ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ ვალდიმერ ვაისმა გააკეთა და მის "ბარსელონაში" გადასვლასთან არსებულ ინფორმაციასთან მიმართებაში იხუმრა.

"მითხრეს თუ არა რამე "ბარსას" წარმომადგენლებმა ჩაკვეტაძეზე? დიახ, პირადად "ბარსელონას" პრეზიდენტმა დამირეკა" , - განაცხადა ვაისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით