• 31-08-2023
    ცნობილია! - როდის გაოფიციალურდება ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი “ბარსელონაში”
    ცნობილია! - როდის გაოფიციალურდება ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი “ბარსელონაში”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

    პორტუგალიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება.

    ცნობისთვის, 29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ქალაქ ბარსელონაში სწორედ ხვალ ჩამოფრინდება.

    Facebook კომენტარები