ფაქტობრივი მუქარა ბელორუსიდან, საქართველოს ნაკრებში შეუძლებელია ამის დანახვა

21-11-2018, 23:16

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფის A ქვეჯგუფი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.

ქართველების მეტოქე ნახევარფინალში ბელორუსის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც თბილისში, 2019 წელს ვუმასპინძლებთ.

საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით ბელორუსულ პრესაში საინტერესო ინფორმაციები გაჩნდა. რიგი გამოცემები წერენ, რომ საქართველო მათთვის პირველი მეტოქეა, ისინი ერთა ლიგაზე გაცილებით წინ წასვლას აპირებენ და ჩვენი ქვეყნის გუნდში გამოკვეთილ შემსრულებელს ვერ ხედავენ.

არადა, საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგაზე თითქმის ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ევროპულმა გრანდებმა მასზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით