საოცარი წინადადება, ჩაკვეტაძეს მსოფლიო გრანდის ძირითადში ადგილი გარანტირებულად ექნება

21-11-2018, 23:30

როგორც საფეხბურთო გამოცემა 90min.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო პირადად დაინტერესდა და მზადაა ყველაფერი გაიღოს ტრანსფერის შესასრულებლად.

პოჩეტინო გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულად თამაშს ჰპირდება და ამით "ტოტენჰემი" სატრანსფერო რბოლაში სხვა მსოფლიო გრანდებთან შედარებით 1 ნაბიჯით წინაა.

გარდა "ტოტენჰემისა", "გენტის" ქართველი ლეგიონერის შეძენით "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "ბაიერნი", "რომა" და "ბორნმუთი" არიან დაინტერესებულნი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით