რა განცხადება გააკეთა ჩაკვეტაძემ, როცა მსოფლიო გრანდში თამაშს სთავაზობდნენ

22-11-2018, 01:27

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, ვიდრე გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ "გენტში" გადავიდოდა, მას მიუნხენის "ბაიერნის" ვარიანტი ჰქონდა. თუმცა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა კარიერის გაგრძელება ბელგიაში ამჯობინა.

გიორგიმ ბელგიაში გადასვლით გაცილებით უკეთ წარმოაჩინა თავისი თავი, მსოფლიოს სხვა გრანდების ყურადღებაც მმიიპყრო და საქართველოს ნაკრების ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად გიორგიმ გააკეთა და დაასახელა ის მიზეზი, თუ რატომ არ გადავიდა ბავარიულ გრანდში სათამაშოდ.

"გენტში კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატამდე მოვაწერე და სხვა კლუბში წასვლა უკვე აღარ შემეძლო."

"გარდა ამისა, ვიცოდი რომ აქ უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა, ვიდრე "ბაიერნში" ან თუნდაც მანჩესტერში." - აცხადებს ჩაკვეტაძე.

ამჯერად ჩაკვეტაძის შეძენით "ბარსელონაც" ინტერესდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით