ფალკაო "რეალში" რეალური ხდება

24-11-2018, 13:45

როგორც იცით პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ შესაძლოა რადამელ ფალკაო "მადრიდის რეალში" გადაბარგდეს.

“მარკას”-ს ინფორმაციით შესაძლოა კოლუმბიელი "სამეფო კლუბს" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდეს.

როგორც ცნობილია ფეხბურთელის აგეტნტმა ჟორჟე მენდეშმა  საკუთარი კლიენტი "რეალს" შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თუ ფალკაო კარიერას "რეალში" გააგრძელებს ეს მხოლოდ 6 თვიანი იჯარით მოხდება.

აქვე შეგახსენებთ,რომ რადამელ ფალკაო სანამ "მონაკოში" გადაბარგდებოდა მეორე მადრიდულ კლუბში "ატლეტიკოში"  გამოდიოდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით