მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურში "მილანი" "ლაციოს" ესტუმრა თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მილანური კლუბის თავლაცმა ჯენარო გატუზომ არცერთი ცვლილება არ გამოიყენა და "როსონერიმ" იმ შემადგენლობით დაასრულა თამაში, რითაც დაიწყო. სწორედ ამის გამო მატჩის შემდეგ გატუზო იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ გააკრიტიკა.
"გატუზოს ადგილზე რომ ვყოფილიყავი ცვლილებებს გავაკეთებდი. ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ და ამ მოტივით არ მესმის, რატომ არ შეცვალა არაფერი მეორე ტაიმში. თუმცა, ასეც კარგია", - აღნიშნა სალვინიმ.
ცნობისთვის, სალვინი "მილანის" გულშემატკივარია და მატჩს "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებიდან რომაელთა პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან ერთად ადევნებდა თვალს.