გატუზო: "რაც არ გაგეგება იმაზე არ უნდა ისაუბრო"

26-11-2018, 13:45

იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურში "მილანი" "ლაციოს" ესტუმრა და შინ ერთი ქულით დაბრუნდა. 

როგორც უკვე მოგეხსენებათ, "როსონერის" თავკაცი ნამატჩევს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ იმის გამო გააკრიტიკა, რომ მას არცერთი შეცვლა არ გაუკეთებია.

სალვინიმ განაცხადა, რომ გატუზოს შეცვლა აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.

რა თქმა უნდა, ჯენარო გატუზოს აღნიშნული განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და სალვინის მოუწოდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე იფიქროს და არა ფეხბურთზე.

"სალვინი უკმაყოფილოა, რადგან ცვლილებები არ გავაკეთე? მისმინეთ, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე, რადგან ამ სფეროში არაფერი გამეგება. მე ვურჩევ  მას, რომ იფიქროს პოლიტიკაზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე".

"თუ ვიცე-პრემიერი ფეხბურთზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ", - განაცხადა გატუზომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით