მარსელინო: "ახლა ისეთ კრიშტიანოს შევხვდებით როგორსაც ესპანეთიდან ვიცნობთ"

27-11-2018, 13:02

ესპანური "ვალენსიას" თავკაცმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის, ტურინის  "იუვენტუსთან" გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტებს გაესაუბრა და  უთხრა, რომ მისი გუნდი ტურინში გასამარჯვებლად ჩავიდა.

"ეს საუკეთესო საკლუბო ტურნირია და მეტოქეც ისეთი გუნდია, რომელიც ვფიქრობ, ისევ გავა ფინალში და შესაძლოა  თასიც აღმართოს. მაგარმ ტურინში მოსაგებად ჩამოვედით".

"კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსისთვის" დიდი ძალა და მოტივაციაა. მას გამარჯვებები და გოლები სწყურია. კრიშტიანუს არა მარტო დიდი ტალანტი აქვს, არამედ ცდილობს დღითიდღე უკეთესი გახდეს. თუმცა, ამჯერდაც ისეთ რონალდუს  შევხვდებით, როგორსაც ესპანეთიდან ვიცნობთ", - ციტირებს მარსელინოს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით