ბონავენტურა მინდორს დაემშვიდობა

28-11-2018, 11:14

იტალიური "მილანის" ნახევარმცველ ჯაკომო ბონავენტურასთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და როგორც ექიმები ვარაუდობენ ის  9 თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.

ბონავენტურამ ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 თამაშის ჩატარება მოასწრო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით