დღეს გაიმართება უეფას ევროპის ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები. შესაძლოა, ერთ-ერთი დაპირისპირება გაურკვეველი ვადით გადაიდოს.
როგორც უკრაინული "ვორსკლას" ოფიციალური გვერდი ავრცელებს, ხვალ ჩასატარებელი მატჩი ადგილობრივ კლუბსა და ლონდონის "არსენალს" შორის შესაძლოა გადაიდოს. მიზეზი საომარი ვითარებებია.
მოგეხსენებათ, უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ხვალ ყველაფერი ფეხბურთელთა და გულშემატკივართა უსაფრთხოების მიხედვით გადაწყდება.