ჩემპიონთა ლიგაზე 16-დან 12 ადგილი გარკვეულია

29-11-2018, 01:54

დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტური დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურის წინ 16 მერვედფინალისტი გუნდიდან უკვე 12-ის ვინაობაა ცნობილი.

საინტერესოა, რომ ერთადერთი ჯგუფი, რომელშიც არცერთი გასული გუნდის ვინაობა არ ვიცით, გახლავთ C, საიდანაც გასვლის შანსი "პსჟს", "ლივერპულსა" და "ნაპოლის" აქვთ.

გთავაზობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებსაც უკვე განაღდებული აქვთ 1/8 ფინალი:

"ატლეტიკო", "დორტმუნდი", "ბარსელონა", "შალკე", "პორტუ", "ბაიერნი", "აიაქსი", "სიტი", "რეალი", "რომა", "იუვენტუსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით