• 31-08-2023
    გიორგი მიქაუტაძემ თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა
    გიორგი მიქაუტაძემ თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ცენტრფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის "აიაქსს" შეუერთდა.

    ტრანსფერის გაოფიციალურებიდან მალევე, ნიდერლანდური გრანდის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ქართველ თავდამსხმელთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც გიორგი ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.

    მიქაუტაძემ თავისი კუმირიც დაასახელა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა.

    "კრიშტიანუ რონალდუ ჩემთვის მისაბაძი მაგალითია; არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. ამას მასზე, როგორც ფეხბურთელსა და როგორც პიროვნებაზე ვამბობ. აღფრთოვანებას იწვევს, თუ რამდენს შრომობს იგი საკუთარი დონის შესანარჩუნებლად.

    ამას კრიშტიანუ 38 წლის ასაკშიც აგრძელებს. მენტალურად საკუთარ თავს სწორედ მას ვამსგავსებ," - თქვა მიქაუტაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელში "აიაქსმა" 16 მილიონი ევრო გადაიხადა.

    Facebook კომენტარები