გატუზო: "რონალდუსთან შანსები გვქონდა"

1-12-2018, 20:36

იტალიური "მილანის" მთვარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო კლუბის ყოფილი დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის განცხადებას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ რონალდუსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"თუ აღნიშნულ საკითხზე მირაბელიმ იცის, რა თქმა უნდა, მეც ვიცოდი. მირაბელი არ ხუმრობს, ნამდვილად იყო რონალდუს დამატების შესაძლებლობა. ყველაფერი სიმართლეა, რაც მან თქვა. მე ამას ვადასტურებ", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მირაბელის განცხადებით, "მილანის" ჩინელ მფლობელს, იონგჰონგ ლის რონალდუს გადმობირება სურდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, პორტუგალიელი 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ "იუვენტუსში" გადავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით