როგორი იქნება "ბარსას" შემადგენლობა ჩაკვეტაძის ტრანსფერის შემდეგ

2-12-2018, 22:21

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით მსოფლიოს სხვა გრანდებთან ერთად "ბარსელონაცაა" დაინტერესებული.

თუ ტრანსფერი შედგა, ძნელი სავარაუდოა, რომ გიორგი სწრაფადვე აღმოჩნდეს "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის შემთხვევაში, მას ამის შანსი დიდი ალბათობით მიეცემა.

გარდა ჩაკვატაძისა, "ბარსელონას" კიდევ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული. კერძოდ, "ბლაუგრანას" "აიაქსის" დუეტის მატიას დე ლიხტისა და ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდება სურს.

ორივე ძალიან ახალგაზრდაა გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად და შესაძლოა "ბარსელონას" მომავალი შემადგენლობა სწორედ მათ ირგვლივ აეწყოს.

მიახლოებით ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში "ბარსელონას" სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება:

ტერ შტეგენი - ალბა, დე ლიხტი, უმტიტი, რობერტო - დე იონგი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, დემბელე, ჩაკვეტაძე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით