• 01-09-2023
    "რუსეთის ნაკრებში მიწვევას ვერ დავთანხმდები სომხეთის ნაკრებში თამაში გადავწყვიტე" - სომეხმა ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა
    "რუსეთის ნაკრებში მიწვევას ვერ დავთანხმდები სომხეთის ნაკრებში თამაში გადავწყვიტე" - სომეხმა ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა

    რუსეთის პრემიერ ლიგაში მოტამაშე სომეხი ფეხბურთელი, ედგარ სევიკიანი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა მან მოწვევაზე უარ იგანაცხადა.

    მას რუსეთი ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, მაგრამ საბოლოო არჩევანი სომხეთძე გააკეთა. იხილეთ მისი კომენტარი:

    "ძვირფასო მეგობრებო! როგორც თქვენ ალბათ უკვე იცით, რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება მიაქცია და დააფასა, ჩემი შრომა და შედეგები"

    "რუსეთმა ბევრი რამ მომცა ჩემი პროფესიონალიზმისა და კარიერის მხრივ, თუმცა, უნდა გაცნობოთ, რომ რუსეთის ნაკრებში მიწვევას ვერ დავთანხმდები, რადგან სომხეთის ნაკრებში თამაში უკვე გადავწყვიტე"

    "კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის. იმედი მაქვს, გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან ჩემს არჩევანს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას", - თქვა ფეხბურთელმა.

    Facebook კომენტარები