შვეიცარიის მწვრთნელი: "ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა"

2-12-2018, 23:39

დღეს ევრო 2020-ის კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

კენჭისტრის შემდგომ შვეიცარიის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა შანსებზე ისაუბრა.

"მუნდიალის შემდგომ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გუნდი პროგრესირებს. ირლანდია და დანია არიან ნაკრებები, რომლებსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ."

"რაც შეეხება საქართველოს. ერთა ლიგაზე ამ გუნდმა ჯგუფი მოიგო და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა, ჩვენი მიზანი მაინც ჯგუფის მოგებაა." - აცხადებს პეტკოვიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით