"ჩაკვეტაძის გოლი ყველამ დაინახა!"

2-12-2018, 23:07

ბელგიის "იუპიერლიგის" მე-16 ტურში "გენტმა" "ანტვერპს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

თამაშის პირველ ტაიმში მასპინძელთა ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად გაისროლა და აშკარა გოლიც გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა.

აღნიშნულ მომენტს გამოეხმაურა ცნობილი ბელგიური გამოცემა voetbalkrant. სტატიაში ნათქვამია, რომ 19 წლის ნახევარმცველის მიერ გატანილი გოლი აბსოლუტირად ყველამ დაინახა, გარდა მთავარი არბიტრისა.

შეგახსენებთ, რომ "გენტს" 17 ტურის შემდგომ 25 ქულა აქ და მე-8 ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით