გვარდიოლა გაკვირვებულია. რა გადაწყვეტილება მიიღონ მან ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით

3-12-2018, 12:48

ევროპულ გამოცემებში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მანჩესტერ "სიტიმ" შესაძლოა უახლოეს მომავალში ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატოს.

მოგეხსენებათ, 19 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან სხვადასხვა ევროპული გრანდები, მათ შორის "ბაიერნი" და მანჩესტერ "იუნაიტედი". მათ რიგებს კი "სიტიც" შეუერთდა. წყაროს ცნობით, მისი დამატება ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნაა.

როგორც ცნობილია, ქართველი ნახევარმცველის დამატება ქომაგებსაც სურთ. ისინი ჩაკვეტაძეში ახალ გიორგი ქინქლაძეს ხედავენ, რომელსაც გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩაკვეტაძის შეძენა ლონდონის "ტოტენჰემს" სურდა, თუმცა "გენტმა" მოთამაშე არ დათმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით