ვაისი: "წინ მარტივი მატჩები არ გველოდება"

3-12-2018, 11:58

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და  აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, საქართველომ ირლანდია დაამარცხოს.

"დროა ირლანდიის ნაკრები დავამარცხოთ, ისტორიაში პირველად. ვიმედოვნებ, ასე მოხდება. ჩვენ მოვიგეთ ერთა ლიგის D დივიზიონი და იმედი გაჩნდა".

"დიდ პატივს ვცემთ დანიისა და შვეიცარიის ნაკრებებს, ისინი ფავორიტები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის".

"მარტინ ონილი ჩემი კარგი მეგობარია. თუმცა, ფეხბურთი ცხოვრებას გავს, ზოგჯერ ცვლილება და სიახლე საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ირლანდიისთვის, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს. მას დიდი გამოცდილება აქვს პრემიერლიგაში და რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებში მუშაობის".

"ჩვენ კი, ყოველთვის ვცდილობთ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია", - ციტირებს ვაისისIrish Mirror-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 23 მარტს თბილისში, შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს, ხოლო მეორე ტურში 26 მარტს, ირლანდიას ესტუმრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით