საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩა

4-12-2018, 01:02

დღეს Fiba-ს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-10 ტურის მატჩები გაიმართა.

სერბეთის ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთს უმასპინძლა და მეტოქე სოლიდური სხვაობით დაამარცხა. სამწუხაროდ, ამ გამარჯვების წყალობით მასპინძლებმა ფაქტობრივად გაინაღდეს ჯგუფიდან გასვლა.

10 ტურის შემდგომ სერბეთს 6 მოგება აქვს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მხოლოდ - 5. დარჩენილ ტურებში ჩვენი კონკურენტები ისრაელსა და ესტონეთს ეთამაშებიან და ერთი გამარჯვების შემთხვევაშიც უკვე მომავალ ეტაპზე შეძლებენ გასვლას.

საპირისპიროდ კი საქართველოს ნაკრებს ორიდან ორი მატჩის მოგება სჭირდება, რათა თეორიული შანსი მაინც შეინარჩუნოს. შესაბამისად, იმის შანსი, რომ ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა მომავალ წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს საკმაოდ მცირეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით