მოსკოვის "სპარტაკის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჯანო ანანიძის შესახებ რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა.
"ანანიძე ამ ეტაპზე ბევრს შრომობს. მსურს, ყველა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინოს, რადგან ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის არჩევა არ გამიჭირდეს".
"შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ანანიძე და სხვა ფეხბურთელები ხშირად იხსენებენ როგორ თამაშობდნენ ადრე და ახლა რეალობას არიან მოწყვეტილები. მათ არ ესმით, რომ ეს შეცდომაა.". - განაცხადა კონონოვმა.
-
|
-
|