კოშტა "ატლეტიკოში" უკმაყოფილოა და ჩინეთში მიდის

5-12-2018, 12:58

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, დიეგო კოშტას შეძენა ჩინურ "ტიანჯინ ქუანჯიანს" სურს.

წყაროზე დაყრდნობით, 30 წლის ესპანელი "ატლეტიკოში" უკმაყოფილოა და მისმა აგენტმა, კლუბს უკვე შეატყობინა მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ტიანჯინ ქუანჯიანსის" ღირსებას "მილანი" ყოფილი შემტევი, ალეშანდრე პატო იცავს. დიეგო კოშტა კი "ატლეტიკოში" 2010-14 წლებში ასპარეზობდა.

შემდეგ, "ჩელსის" მაისური მოირგო, ხოლო 2018 წელს კვლავ მადრიდურ კლუბში დაბრუნდა. ბრაზილიელი წარმოშობის ესპანელი 2014 წლიდან ესპანეთის ნაკრებშიც ირიცხება. მის ანგარიშზე, 24 სანაკრებო შეხვედრა და 10 გატანილი გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით