გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი "გენტის" რიგებში (ვიდეო)

5-12-2018, 11:04

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. მისმა გუნდმა "გენტმა" შეხვედრა მოიგო, 19 წლის ქართველი კი ორი საგოლე შეტევის მონაწილე გახდა.

ეს ბელგიის თასის 1/8-ფინალში მოხდა, სადაც "გენტი" "ბერსხროტს" მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში უკრაინელმა რომან იარემჩუკმა მე-18 წუთზე გახსნა. 43-ე წუთზე კი სიგურდ როსტედმამეტოქის კარი მეორედ აიღო. მას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაეხმარა – გიორგის გადაცემის შემდეგ "გენტის" ნორვეგიელი ფეხბურთელი კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა.

საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. ჩაკვეტაძე მცველს გაცდა, "ბერსხროტის" მეკარეს, შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა და "გენტმა" 3:0 გაამარჯვებინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით