ვალვერდე: "france football-მა აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო"

5-12-2018, 15:58

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწრთვნელმა ერნესტო ვალვერდემ გუშინდელი ოქროს ბურთის დაჯილდოვების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მესის მეხუთე ადგილი ძალიან არარეალურია.

"ჯილდოს ღირებულებაზე დაწყებულ კამათში შესვლას არ ვაპირებ. ჩვენ მოდრიჩს ვულოცავთ, თუმცა მესის მე-5 ადგილი აბსურდია", - აღნიშნა 54 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს. კრიშტიანუ რონალდუ მეორე ადგილზე, ხოლო ლიონელ მესის მეხუთეზე გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით