ალეგრი: "რონალდო პატიებს დაიმსახურებს, თუ ყველა პენალტს გაიტანს"

5-12-2018, 14:48

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე საუბრისას მასზე იხუმრა.

"11 მეტრიანებს კრიშტიანუ ასრულებს. ახლაც კი გვახსოვს მის მიერ 93-ე წუთზე გატანილი პენალტი შესნის კარში, რომელიც 193კმ/სთ სიჩქარით იყო დარტყმული. როგორ შეიძლება ასე არტყამდე და ამის მერე გუნდში სხვამ ითავოს თერთმეტმეტრიანი შესრულება".

"თუ სურს, რომ ეს გოლი ვაპატიოთ, მაშინ აბოსლიტურად ყველა პენალტი ზუსტად ასე უნდა შეასრულოს - გოლი თითოეულ მათგანის დროს გაიტანოს", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "იუვენტუსის" კარში პენალტი გაიტანა, რის შედეგადაც ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით