მოდრიჩი: "მესისა და რონალდოს ვერავინ შეედრება"

5-12-2018, 16:14

ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა ლუკა მოდრიჩმა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდოზე ისაუბრა.

ხორვატი ფეხბურთელის თქმით, მესი და რონალდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოები არიან და მათთვის ვინმეს შედარება არ შეიძლება.

"არავინ ისტორიაში არ ყოფილა ისეთი, როგორებიც მესი და რონალდო არიან".

"მათთან ახლოს ვერავინ დადგება, ეს ორი ფეხბურთელი უბრალოდ საუკეთესოა".- განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა რონალდოსა და მესის 10 წლიანი ჰეგემონია დაამხო. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მათი დომინაციის შემდეგ ოქროს ბურთი მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით