"რეალი" ბრაჰიმ დიასის ტრანსფერზე მუშაობს

5-12-2018, 18:40

როგორც ჩანს, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალი" აქტიურად ეცდება ახალი თავდამსხმელის დამატებას.

ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" უკვე დაიწყო მუშაობა მანჩესტერ "სიტის" ახალგაზრდა შემტევის, ბრაჰიმ დიასის დასამატებლად.

19 წლის თავდამსხმელს საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, "ქალაქელთა" რიგებში მას შანსი ფაქტობრივად არ ეძლევა, რის გამოც კლუბის დატოვებას აპირებს.

დიასი "სიტიში" 2013 წელს გადავიდა, კონტრაქტის ვადა კი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. როგორც ცნობილია, "რეალის" ბოსები უკვე დაუკავშირდნენ მას და დიდი ალბათობით, იანვარში წინასწარ კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ დიასის დამატება ესპანური გრანდის გარდა ასევე "პსჟსაც" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით