სიმეონე: "ატლეტიკოს ფეხბურთელებს არ აფასებენ"

5-12-2018, 18:44

ორშაბათს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალის" ლიდერ ლუკა მოდრიჩს გასული წლის საუკეთესოს ტიტული გადასცეს.

მას შემდგომ, რაც მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა გამოკითხვაში მესამე ადგილი აიღო, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"როდესაც ინდივიდუალურ პრიზებზე მეკითხებიან, მე უბრალოდ მეცინება. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს არავინ აფასებს."

"როცა კურტუა აქ თამაშობდა, მის ნაცვლად წლის საუკეთესო მეკარედ კეილორ ნავასი დასახელდა."

"ანტუანს უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, თუ რამდენად ამაყი ვარ მისით. გრიზმანს ინდივიდუალური პრიზები არ სჭირდება." - აცხადებს სიმეონე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით