ოფიციალურად: რონალდუ და მესი ერთად იქნებიან

5-12-2018, 18:49

კვირას კოპა ლიბერტადორესის ფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "რივერ პლეიტი" "ბოკა ხუნიორსს" დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ბუენოს აირესში მომხდარი ამბების გამო Conmebol-მა ხსენებული მატჩის ჩატარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი ესპანეთში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაწყვიტა.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს, რომ კლუბის ყოფილმა ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ და "ბარსას" კაპიტანმა, ლეო მესიმ ერთად უყურონ ხსენებულ შეხვედრას.

როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ ფინალზე მოწვევას ორივე მოთამაშე მიიღებს და დიდი ალბათობით, მათი ადგილები გვერდიგვერდ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით