ფაბინიო: "ლივერპულში ბედნიერი ვარ"

5-12-2018, 18:58

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული "პსჟ" ფაბინიოს გადაბირებას ცდილობდა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ლივერპულში" ის თავს კარგად გრძნობს.

"ვიცი, რომ მედიაში გარკვეული საუბრები მიდის. თუმცა, არასდროს მითქვამს, რომ "ლივერპულის" დატოვება მინდა."

"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და წასვლის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. მე ჩემს შანსებს ველოდები და ვცდილობ, ეს შანსები მაქსიმალურად გამოვიყენო." - აცხადებს ფაბინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით